Politicians and Election, Vote in Freedom, Actively Participate in Democracy, Vote for Change, Online referendum
Shalva Natelashvili

შალვა ნათელაშვილი - სააკაშვილი "თელასთან" შეთანხმებით გადასახადების დაფარვის

Shalva Natelashvili 53%

 

"ლეიბო რისტული პარტია" ხელისუფლებისგან კომუნალური გადასახადების გადახდის ახალი წესის გაუქმებას კიდევ ერთხელ მოითხოვს.

 

ამ მოთხოვნით დღეს პარტიის ორგანიზებით, სააქციო საზოგადოება "თელასის" შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმარათა, რომელშიც რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. როგორც აქციის მიმდინარეობისას "ლეიბორისტების" თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსულ კომპანია "თელასთან" შეთანხმებით აწესებს გადასახადების დაფარვის ყაჩაღურ წესს, რის შედეგადაც წყლისა და დასუფთავების გადასახადების გადაუხდელობის შემთხვევაში, მოსახლეობას დენის მიწოდებას შეუწყვეტენ.

 

როგორც ნათელაშვილი აცხადებს, "ლეიბორისტული პარტია" ამ ეტაპზე ყველა გზას და ხერხს მიმართავს იმისათვის, რომ აღნიშნული წესი არ ამოქმედდეს, კერძოდ შეტანილი აქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ასევე, აწარმოებს მოლაპარაკებებს "თელასის" მფლობელ რუსულ კომპანია "ინტერრაოსთან".

 

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ეს შედეგს არ გამოიღებს და გადასახადის ახალი წესი მაინც ამოქმედდება, ნათელაშვილის განცხადებით, "ლეიბორისტული პარტია" მწვავე საპროტესტო მოქმედებებს დაიწყებს, რაც საბოლოოდხელისუფლების ცვლილებით დასრულდება.

 

 

13-01-2011

წყარო: Amebi.ge

24.01.2011


Kira -
Flag it!no spam

ElectionsMeter is not responsible for the content of the text. Please refer always to the author. Every text published on ElectionsMeter should include original name of the author and reference to the original source. Users are obliged to follow notice of copyright infringement. Please read carefully policy of the site.

 
load menu