Politicians and Election, Vote in Freedom, Actively Participate in Democracy, Vote for Change, Online referendum
United National Movement

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

United National Movement 43%

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიის შექმნის განკარგულებას მოაწერა ხელი

 

თბილისი.08.06.09."ჯი-ეიჩ-ენი". პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 ივნისს ხელი მოაწერა განკარგულებას საკონსტიტუციო კომისიის შექმნის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. დოკუმენტის თანახმად, კომისიის მიზანი იქნება არსებულ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. 

Mikheil Saakashviliუზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. 20 პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის საპროტესტო აქციების ორგანიზატორ პარტიებს, შესთავაზეს ერთი წარმომადგენლის დასახელება კომისიაში. თუმცა, აქციების ორგანიზატორმა პარტიებმა უარი განაცხადეს. 

შეთავაზება გაეგზავნათ პარტიებს: ერთიან ნაციონალურ მოძრაობას; ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას; ლეიბორისტულ პარტიას; ქართულ დასს; ჩვენ თვითონს; საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას; საქართველოს კონსერვატიულ პარტიას; მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს; ახალ მემარჯვენეებს; საქართველოს გზას; ხალხის პარტიას; მოძრაობას ერთიანი საქართველოსათვის; ეროვნულ ფორუმს; თავისუფლებას; ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას; საქართველოს დემოკრატიულ პარტიას; მოძრაობას სამართლიანი საქართველოსათვის; ალიანსს საქართველოსათვის; დემოკრატიულ მოძრაობას - ერთიანი საქართველო; საქართველოს ქალთა პარტიას ,,სამართლიანობისა და თანასწორობისათვის" და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირს. 

კომისიის შემადგენლობაში თითო წევრის კანდიდატურის წერილობით წარდგენა ასევე ეთხოვათ შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას; სამართლიან არჩევნებს; ახალი თაობა ახა. ინიციატივას; ფონდს - ,,ალპე"; თავისუფლების ინსტიტუტს; გაეროს ახალგაზრდულ ორგანიზაციას; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს; კონსტიტუციის 42-ე მუხლს; კავკასიურ ინსტიტუტს.
...continues

Original source: GHN


cici -
Flag it!no spam

ElectionsMeter is not responsible for the content of the text. Please refer always to the author. Every text published on ElectionsMeter should include original name of the author and reference to the original source. Users are obliged to follow notice of copyright infringement. Please read carefully policy of the site.

 
load menu